saqarTvelos mdinareebi - qvabisxevi
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მესხეთის ქედი, ლომისმთა 41°52`04` ჩ. გ. 43°13`17` ა. გ. |
შესართავი | მტკვარი 41°46`27` ჩ. გ. 43°15`02` ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 1289 მ |
სიგრძე | 11.2 კმ |
აუზის ფართობი | 32.2 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,59 მ³/წმ |
მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1995 მ. სიგრძე 11,2 კმ. აუზის ფართობი 32,2 კმ2. მარცხნიდან ერთვის მდინარე მტკვარს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 0,59 მ³/წმ.